ზოგადი უროლოგია

კლინიკა გთავაზობთ შემდეგი სახის ოპერაციებს

  • რადიკალური ნეფრექტომია ქვემო ღრუ ვენის თრომბექტომიით
  • შარდის ბუშტის ტევადობის გაზრდა (აუგმენტაცია) ნაწლავის სეგმენტით
  • ხელოვნური თვითკათეტერიზებადი (ჭიპიდან) დიდი ტევადობის შარდის ბუშტის შექმნა წვრილი ნაწლავისგან (პროფ. მ. გონეიმის წესით, მანსურა, ეგვიპტე) (აღნიშნული ოპერაცია საქართველოში კეთდება მხოლოდ ექიმთა დახელოვნების უროლოგიურ განყოფილებაში! შემუშავებულია ორიგინალური (პროფ. მ. გონეიმის) მეთოდის მოდიფიკაცია
  • თირკმლის შემანარჩუნებელი ოპერაციები სიმსივნეების ან დიდი ზომის, მრავლობითი კენჭების დროს
  • ოპერაციები თირკმეზე, შარდსაწვეთზე, შარდის ბუშტზე, შარდსადენზე, გარეთა სასქესო ორგანოებზე.
  • მარჯნისებური, მრავლობითი კენჭების ამოღება თირკმლიდან, თირკმლის რეზექცია სიმსივნის დროს "მშრალ" ველზე, ადგილობრივი ჰიპოთერმიის გამოყენებით.
  • რეკონსტრუქციული ოპერაციები მენჯ-შარდსაწვეთის მონაკვეთზე.
  • შარდსაწვეთის ქვედა მონაკვეტზე - Boari-ს პლასტიკა.
  • თირკმლის აუტოტრანსპლანტაცია შარდსაწვეთის მაღალი დაზიანების დროს.
  • პროსტატის ტრანსვეზიკალური ადენომექტომია
  • პროსტატის ქიმიური და ჰიპოთერმიული აბლაცია "პროსტალიზერ"-ით.
  • შარდსადენი მილის შევიწროების გაფართოება, პლასტიკა.
  • შარდსაწვეთის ჩანაცვლება წვრილი ნაწლავით, მრავლობითი შევიწროების ან დაზიანების დროს.
  • შარდსადენი მილის უკანა სეგმენტის ობლიტერაციის (7სმ-მდე სიგრძის) პლასტიკა ასოს დამოკლების ან დეფორმაციის გარეშე ინვაგინაციური (თ. შიოშვილი) მეთოდით.
  • შარდსადენ - სწორი ნაწლავის ფისტულის პლასტიკა (იორკ-მეისონის ოპერაცია).
  • შარდის ბუშტი - სწორი ნაწლავის ფისტულის პლასტიკა (იორკ-მეისონის ოპერაცია).


მიკროქირურგიულ-რეკონსტრუქციული უროლოგია
  • ვარიკოცელეს შუნტირება თ. შიოშვილის მეთოდით
  • თესლსადინარი გზების გამტარობის აღდგენა ობტურაციული ასპერმიის დროს (ვაზო-ვაზო, ეპიდიდიმო-ვაზოანასტომოზები).
  • სათესლე ჯირკვლის აუტოტრანსპლანტაცია მაღალი კრიპტორქიზმის დროს (პირველად ჩატარებულია თ. შიოშვილის მიერ ყოფილ სსრკ და გდრ-ში)
  • სათესლე ჯირკვლის რეპლანტაცია (მსოფლიოში პირველად ჩატარებულია წარმატებით თ. შიოშვილის მიერ)
  • სათესლე ჯირკვლის ალოტრანსპლანტაცია პირველადი ჰიპოგონადიზმის დროს.
  • პეირონის დაავადების ქირურგიული მკურნალობა კვანძის ამოკვეთით და მისი ლოყის ლორწოვანას ჩანაცვლებით.


ქალთა უროლოგია
  • შარდის ბუშტის და საშოს ფისტულის პლასტიკა
  • შარდსაწვეთ-საშოს ფისტულის პლასტიკა
  • შარდის შეუკავებლობის ოპერაციული მკურნალობა TVT ბადის გამოყენებით


ბავშვთა უროლოგია
  • ოპერაციები მენჯ-შარდსაწვეთის სეგმენტზე, შარდსაწვეთზე, შარდსადინარზე მიკროქირურგიული ტექნიკის გამოყენებით.
  • თანდაყოლილი ანომალიების კორექცია
  • ჰიპოსპადიის და ეპისპადიის ერთმომენტიანი პლასტიკა



დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე,
ან შეავსოთ საკონტაქტო ფორმა.

საკონტაქტო ფორმა