ივა (ივანე) თამაზის ძე შიოშვილი

ივა (ივანე) თამაზის ძე შიოშვილი









ექიმთა დახელოვნების უროლოგიისა და გადაუდებელი დახმარების კლინიკის წამყვანი ქირურგი და ადმინისტრაციული დირექტორი

ბიოგრაფია

დაბადების თარიღი: 4 ივნისი 1986 წ. თბილისი
1993-2001 წწ. - თბილისის 55-ე საშ. სკოლა
2001-2004 წწ. - თბილისის სახ. სამედიცინო კოლეჯი
2004-2008 წწ. - თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი
2008-2010 წწ. - წარმატებით დაამთავრა კლინიკური ორდინატურა ქ. კიევში სასწრაფო სამედიცინო დახმარების კლინიკაში ზოგადი ქირურგის სპეციალობით (ბოგომოლეცის სახელობის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზა)
2011 წლიდან სერთიფიცირებული ექიმი ზოგად ქირურგიაში
2011-2012 წწ. - ქ. თბილისის N2 კლინიკური საავადმყოფო (ზოგადი ქირურგი)
2012 - წლიდან დღემდე შპს „ექიმთა დახელოვნების უროლოგიისა და გადაუდებელი კლინიკის“ წამყვანი ქირურგი, სპეციალისტი
2016 - წლიდან რეზიდენტი უროლოგიაში
- 2017 წლიდან შპს „ექიმთა დახელოვნების უროლოგიისა და გადაუდებელი დახმარების კლინიკის ადმინისტრაციული დირექტორი

პროფესიული მიღწევები

2017 წლიდან პირველად საქართველოში ჭიპიდან თვითკათეტერიზებადი და ანტირეფლუქსური დიდი ტევადობის ხელოვნური შარდის ბუშტის შექმნა წვრილი ნაწლავისგან პროფ. მოჰამედ გონეიმის (ეგვიპტე, მანსურა) მეთოდით და ამ მეთოდის მოდიფიცირება ივა და თამაზ შიოშვილების წესით, რომელმაც პრაქტიკაში ბევრად უკეთესი შედეგები გვაჩვენა, ვიდრე ორიგინალურმა მეთოდმა. მზადდება და მიმდინარეობს ამ მეთოდის საერთაშორისო დონეზე გატანა (European Urology, British Journal of Urology and ect.)